+995 579 004507
.ge ზონაში დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მეშვეობით
რეგისტრაციის ვებ გვერდი www.registration.ge
*.ge - ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისთვის;
*.com.ge (generic) - კომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.edu.ge (generic) - მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
*.org.ge (generic) - არაკომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.net.ge (generic) - ორგანიზაციებისთვის;
*.pvt.ge (generic) - მხოლოდ კერძო პირებისათვის.
რეგისტრაციისათვის საიტზე www.registration.ge ქმნით პროფიალს, საიდანაც შეძლებთ ახალი დომენური სახელის არჩევას, რეგისტრაციას და ნს ჩანაწერების გაწერას რათა დომენურმა სახელმა შეძლოს კომუნიკაციის დამყარება სერვერთან, რომელზეც გაქვთ ჰოსტინგი. ასევე პროფაილით შესაძლებელია საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება, გადახდა და გაუქმება. პროფილის შექმნა შესაძლებელია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის და ასევე საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის.
აგრეთვე შესაძლებელია დაარეგისტრიროთ დომენური სახელი ქართული უნიკოდით .გე
დომენური სახელის ასარჩევად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს http://რეგისტრაცია.გე –ზე და აშემდგომ უკვე დაარეგისტრიროთ თქვენთვის სასურველ წყაროზ:
რაც შეეხება .com და სხვა უცხოურ დომენურ რესურსებს, მათზე რეგისტრაციას გასცემს iana.org. მაგალითად მისი ქვე–პროვაიდერები არიან:
და მრავალი სხვა რომლებიც შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში