+995(32) 2422475

უფასო WiFi მთელ მსოფლიოს

     ელონ მასკმა ამ ბოლო დროს ძალიან კარგად განაწყო საზოგადოება მის მიმმართ. ამჯერად მან ახალი იდეა წარადგინა: სწრაფი ინტერნეტი ყველასთვის! შეიძლება ასეც ვუწოდოთ- "გლობალური ინტერნეტი".

     ელონმა ყველას ყურადღება მიიქცია მაშინ, როდესაც ტესლას ავტომობილები გამოუშვა. მან ეს საკმარისად არ მიიჩნია და გადაწყვიტა კოსმოსური სივრცე უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა ჩვენთვის. 

გარდა ამისა, ელონ მასკმა შეიტანა განცხადება ფედერალური კომუნიკაციის კომისიასთან, რომლის შინაარსიც 4400 საკომუნიკაციო თანამგზავრის გადაგზავნაა.(ამჟამად დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 1400 თანამგზავრია)

    SpaceX თავდაპირველად ყოველწლიურად გაგზავნის 800 თანამგზავრს, რისთვისაც გამოიყო $10 მილიარდის ოდენობით ბიუჯეტი. თითოეული თანამგზავრი იწონის 386კგ–ს, ისინი თავდაპირველად აშშ-ს და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებს მოიცავს. სისტემა გლობალურ მომხმარებელზე მაღალ სიჩქარიაინი ინტერნეტის უზრუნველყოფას შეძლებს.